ერდოღანის გადაწყვეტილების გამო შეიცვლება თუ არა საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ფასი, ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია უკვე, რომ თურქეთი მედიკამენტებს აძვირებს ადგილობრივი ბაზრისთვის.
თურქეთის პრეზიდენტის ახალი ბრძანება ითვალისწინებს ევროს ფიქსირებულ კურსს, რომლითაც ევროში შესყიდული მედიკამენტების ფასები დადგინდება.
ამ დრომდე კი მოქმედებდა დოკუმენტი, რომელიც 2017 წელს იყო მიღებული.
ცვლილების აუცილებლობა თურქული ლირის გაუფასურებამ გამოიწვია.