სოსო გოგაშვილს ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ

17 ივლისი 2022, 14:00 754 ნახვა

“სოსო გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ”, - ამის შესახებ სოსო გოგაშვილის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ღონღაძის თქმით, შესაბამისი ინფორმაცია, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება. ამბობs, რომ გამოძიება სავარაუდოდ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის მუხლებით მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, დაკავების დროს  სავარაუდოდ, ანაბეჭდის აღების მიზნით, გოგაშვილს გაშლილ ხელებზე კონკრეტულ იარაღს უდებდნენ სამართალდამცველები.

დაკავებულის მეუღლე კი ამბობს, რომ დაიწყებს ბრძოლას სოსო გოგაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად და თუ საჭირო გახდა, აქციებსაც არ გამორიცხავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოგაშვილი მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რომელზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში