ჩაქვში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა კაცი თოფის გასროლით დაიღუპა. სავარაუდოდ, 36 წლის კაცი შემთხვევით ტყვიას ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობელი დათვს ჩაუსაფრდა, რადგან ბოლო პერიოდში თაფლის მოსაპარად იყო შემოჩვეული. მდინარის პირას ღამით მიმავალი კაცი დათვი ეგონა და ესროლა.
სოფელში ამბობენ, რომ დაღუპული მდინარეზე თევზაობდა, მამაკაცი კი, რომელმაც ისროლა პოლიციას ჩაბარდა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.