საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძეს 76 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს  

15 ივლისი 2022, 14:40 1655 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო და აკადემიას კომპენსაციის სახით 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.

აკადემიის ყოფილ ლექტორი სასამართლოს გადაწყვეტილებას ფორმალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს სტუდენტების უფლებების და სამეცნიერო საქმიანობის დაცვისათვის, ასევე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

ვაჟა ანანიძე ფიქრობს, რომ აკადემია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს და კომპენსაციას არ გადაუხდის. საზღვაო აკადემიის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, ვაჟა ანანიძის სააპელაციო საჩივარი არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა. მათ შორის არც დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების ნაწილში. ასევე სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვაჟა ანანიძე უნდა აღდგენილიყო ტოლფას თანამდებობაზე.

გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას აკადემია, თუ გადაუხდის კომპენსაციას ვაჟა ანანიძეს, გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სასამართლოს განჩინებას ჩაიბარებენ.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მან საზღვაო აკადემიის მაშინდელი რექტორი და რამდენიმე პროფესორი პლაგიატში დაადანაშაულა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი