კორონავირუსის შემთხვევების მატება მსოფლიოში

07 ივლისი 2022, 10:50 625 ნახვა

კორონავირუსის მე-7 ტალღის საფრთხე საფრანგეთში. ინფექციების ყოველდღიურმა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში 206 000-ზე მეტი ახალი პაციენტი დაფიქსირდა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის მეშვიდე ტალღაში იმყოფება, შტამების ქვეტიპები კი ეპიდემიის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით იწვევს.

მედიის ცნობით,  სავალდებულო რეგულაციების დაწესებაზე, მთავრობის დონეზე, ჯერჯერობით არ საუბრობენ. რაც შეეხება მსოფლიოში არსებულ ვითარებას, კორონავირუსის ზრდის გამო კვიპროსში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდა, შეზღუდვა ეხება პირბადის შიდა სივრცეში ტარების და ის ხვალიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, მზარდი მაჩვენებელია გერმანიაშიც, გასული დღე -ღამის განმავლობაში იქ კორონავირუსის 81 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი