დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები "თბილისი პრაიდის" კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარებას ეხმიანებიან და ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდიან.
მადლობის პოსტებს ტვიტერზე საფრანგეთის, ნიდერლანდების, და ნორვეგიის ელჩები აქვეყნებენ ასევე სამართალდამცველებს სამადლობელო პოსტს უძღვნის გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი.
მაგალითად საფრანგეთის ელჩი დიაგო კოლასი წერს, რომ საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი კონსტიტუციით, რომელიც იცავს ფუნდამენტურ უფლებებს, ტრადიციებს, რომელიც ყოველთვის ღიაა მიიღოს რაღაც ახალი თავისი მრავალფეროვნებით.