12 პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები კეთდება.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ისინი კომუნიკაციას როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველ გუნდთან დაამყარებენ და ამის მიხედვით გააკეთებენ საბოლოო არჩევანს.