მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა მაღაზია

02 ივლისი 2022, 11:09 844 ნახვა

საქართველოში მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა ხელნაკეთი ნივთების პირველი მაღაზია გაიხსნა. ნამუშევრების შეძენა თბილისში  „რე-მარკეტშია“ შესაძლებელი.

მომხმარებელს მაღაზიაში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული ნახატების; ტყავის, ხის, თექისა და სხვადასხვა მასალისგან შექმნილი აქსესუარების შეძენა შეუძლია.

რე-მარკეტი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია და ის აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მხარდაჭერით გაიხსნა.მაღაზიის განვითარების მომდევნო ეტაპს ონლაინ პლატფორმის შექმნა წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დისტანციურ რეჟიმში ნივთების შეძენა.

ასევე, თბილისის მასშტაბით ამოქმედდება საკურიერო მომსახურება და მიტანის სერვისი.„რე-მარკეტი“იუსტიციის მინისტრმა გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი