ევროპაში ანომალური ყინვების შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გადაციების მიზეზით დაღუპულთა შორის უსახლკაროები და მიგრანტები არიან. პოლონეთში, სადაც მინუს 14 გრადუსი ყინვაა, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსამდე დაეცა. ძლიერი თოვაა იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ძლიერი ყინვებია გერმანიასა და ჩეხეთში. პრაღაში ცივ ზამთარს სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები არიან ბულგარეთშიც. უამინდობის გამო 100 ავიარეისი გაუქმდა მოსკოვის აეროპორტებში. ჰაერის ტემპერატურა აქ რეკორდულ - მინუს 30 გრადუსამდე დაეცა.