ქუთაისში სახალხო მოძრაობა ,,შინ ევროპისკენ’’ წევრებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. ,,ომი გინდათ’’- ამ სიტყვებით მიმართავდნენ ისინი მოძრაობის წევრებს.
,,გიგი გიგიაძეს, გიორგი ჯანელიძეს და ირაკლი ვახტანგიშვილს დაასიეს კოორდინატორთა რაზმი. საერთო ჯამში ოცკაციანი. ძალიან ნერვებაშლილი ასაკოვანი ქალებით’’-წერს სოციალურ ქსელში ქეთი დეისაძე, რომელიც მოძრაობის წევრებთან ერთად მოქალქეებს ხვდება.
დეისაძე სოციალურ ქსელში ფოტოებსაც აქეყნებს. მისი თქმით, ადამინები ,,ქართული ოცნების’’ მიერ არის მობილიზებული. მეორე დღეა სახალხო მოძრაობის წევრები შეხვედრებს მართავს იმერეთში.
გიგი გიგიაძე, გიორგი ჯანელიძე და ირაკლი ვახტანგიშვილი ქუთაისში მოსახლეობას სახალხო მოძრაობის, 3 ივლისის აქციის შესახებ აცნობს ინფორმაციას.
სახალხო მოძრაობის წევრები მოქალაქეებს ევროკავშირის და საქართველოს გამოწვევების შესახებ ესაუბრებიან. ქუთაისის შემდეგ სახალხო მოძრაობის წევრები შეხვედრების გაგრძელებას ხონში აპირებენ.