პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავა, მათ შორის 3 ნარკორეალიზატორია - შსს

29 ივნისი 2022, 12:05 664 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისსა და შიდა ქართლში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის შვიდი პირი დააკავეს, მათ შორის სამი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული ნ.მ. და 1992 წელს დაბადებული ხ.კ. და 1980 წელს დაბადებული ლ.ტ. დიდი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის – 1993 წელს დაბადებული ლ.შ. და 1991 წელს დაბადებული ი.ა. 1963 წელს დაბადებული თ.გ. კი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს – 1987 წელს დაბადებულ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფ.ზ.-ს, იგი სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა.

ასევე, ბრალდებულების მითითებით ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ჯამში ამოღებულია: 33 შეკვრა „კოკაინი“, 155 გრამი „მეტადონი“, 85 გრამზე მეტი „ჰეროინი“, ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 83 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „ლსდ“, 295 აბი „სუბუტექსი“, 1 040 აბი „ოქსიკოდონი“ და 690 აბი „ლირიკა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით.

დანაშაულები რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი