''დინამო'' ბათუმი დღეს ''დინამო'' თბილისს უმასპინძლებს

29 ივნისი 2022, 10:31 1121 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ორი ''დინამო'' ერთმანეთს  დაუპირისპირდება.

''დინამო'' ბათუმი საკუთარ მოედანზე  ''დინამო'' თბილისს უმასპინძლებს.
19 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბათუმელები 44 ქულით გათამაშების ლიდერები არიან, რაც შეეხებათ დედაქალაქელებს ისინი 38 ქულით მეორე პოზიციას იკავებენ.

ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში ერთამანეთს ორჯერ შეხვდნენ. ერთი მატჩი შავიზღვისპირელებმა მოიგეს, ხოლო ერთი კი ფრედ დასრულდა.

ბოლოს თბილისის ''დინამომ'' ბათუმელები 2020 წლის სექტემბერში დაამარცხა და მას შემდეგ 6 შეხვედრაა ამის გამეორებას ვერ ახერხებს.

დინამოების მატჩზე სლოვაკეთის ორ საგზური გათამაშდება.  შემთხვევითი შერჩევის პრონციპით ორი იღბლიანი გულშემატკივარი გამოვლინდება. ამიტომ  აუცილებლად შეინახოთ მატჩზე დასასწრები ბილეთი.

ეს მატჩი დღეს ბათუმში 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია გადმოსცემს.

დღესვე კიდე ორი შეხვედრა ჩატარდება :

გაგრა - საბურთალო 18:00 საათი
'''ტორპედო'' - ''დილა'' 17:30 საათი

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში