აჭარის მთავრობის სხდომა

28 ივნისი 2022, 19:30 838 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციის მიზანს ვერ მიაღწევს. ,, არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს ხელისუფლება გადავცეთ“- ეს განცხადება რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა, რომელიც  ტურისტული სეზონის შეფასებით დაიწყო.  მისი თქმით, ტურისტული ნაკადის აღდგენის ნაწილში რეგიონი 2019 წლის ნიშნულს უკვე  გაუტოლდა. აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უწყებების ხელმძღვანელებმა პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრეს

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი