,,არა მგონია ქართველი ხალხის ნება იყოს, ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს ხელისუფლება გადავცეთ“ - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა მთავრობის სხდომაზე, რომელიც აჭარაში ტურისტული სეზონის შეფასებით დაიწყო.
მისი თქმით, ტურისტული ნაკადის აღდგენის ნაწილში რეგიონი 2019 წლის ნიშნულს უკვე გაუტოლდა. ისევ ახსენა რადიკალური ნაწილი და განაცხადა, რომ მიღწეულ წარმატებას ვერ დააზიანებენ და, რომ მიზანს ვერ მიაღწევენ.