გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველ ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +22, +27 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოტო: ირინე წუწუნავა