ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მანქანებით მსვლელობა იმართება.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და მოქალაქეები ქუთაისის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი ავტომობილებით და ხმოვანი სიგნალებით ქალაქის ქუჩებში დადიან.
ავტოქარავანის მონაწილეებმა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებითა და დროშებით ქუთაისის რამდენიმე უბანი უკვე შემოიარეს.
აქტივისტებმა და მოქალაქეებმა ამ ფორმით, ხალხის ევროპული არჩევანი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. მათი თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ხელისუფლებას აიძულებენ, ყველაფერი გააკეთონ სტატუსის მოსაპოვებლად.
,,პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ერთიანობა ვანახოთ მსოფლიოს, გზა ევროპისკენ საქართველოს არჩევანია. დეოლიგაქიზაცია არის გამოსავალი. ხელისუფლებამ ყველა პუნქტი უნდა შეასრულოს რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს’’,- აცხადებენ აქციის მონაწილეები.