თამარის დასახლებაში საფეხმავლო ხიდის მოწყობის მოთხოვნა

24 ივნისი 2022, 10:50 1189 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ითხოვს. ოპოზიცია ტერიტორიაზე გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბრობს და დროულ რეაგირებას ითხოვს. 

საკრებულოს დეპუტატი ნაზი ფუტკარაძე თამარის დასახლებაში, ცენტრალურ მაგისტრალზე ზღვაზე გადასასვლელი ადაპტირებული ხიდის მშენებლობას , ასევე ზებრა გადასასვლელებს და სიჩქარის საზომი რადარების მონტაჟს ითხოვს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, ადაპტირებული ხიდის მშენებლობისთვის მერიამ ტენდერი 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა  გამარჯვებული ვერ  გამოვლინდა და შესაბამისად  სამუშაოები შეუსრულებელია.

საკითხთან დაკავშირებით ბათუმის მერიიდან კომენტარს ველოდებით და შემდგომ გამოშვებებში შემოგთავაზებთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი