ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების დასაცავად გაერთიანდნენ.
მოქალაქეებმა ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოს და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს.
,,შევკარით ცოცხალი ჯაჭვი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ყველა იმ ღირებულების დასაცავად, რისთვისაც ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და ერთმანეთის გვერდით დადგეს. 20 ივნისს, “გავრილოვის ღამეს” სახელმწიფო დაუპირისპირდა მოსახლეობას ძალადობრივი გზებით, რის მიმართაც წინააღმდეგობა დღემდე აუცილებლობას წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალიც ამას ითხოვს ქართველი ხალხისგან.
ეროვნული ინტერესების დასაცავად საქართველოს, ევროკავშირისა და ყველა პარტნიორის სიმბოლიკებით გავერთიანდით. ასევე მნიშვნელოვანია ქუთაისის ხმა გავაგონოთ თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს და მოვუწოდოთ ხალხს შეუერთდნენ იქ დაანონსებული აქციას. გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ. შინ ევროპისკენ’’- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ამ დროისთვის, ქუთაისის ცენტრალური მოედანი გადაკეტილია.