დააკავეს მამა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქორწინებას აიძულებდა - შსს 

16 ივნისი 2022, 12:47 1781 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილის ქორწინების იძულების ბრალდებით მამა დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგოს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური ზემოქმედების გზით, ქორწინებას აიძულებდა.

მოზარდმა აღნიშნულის შესახებ პოლიციას აცნობა.

''სამართალდამცველებმა მიღებული შეტყობინებისთანავე შესაბამისი საგამოძიებო, ასევე საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს და ა.გ. იმავე დღეს, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გოგონა ამჟამად გადაყვანილია თავშესაფარში, მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართ კი, გამოცემულია შემაკავებელი ორდერები'' - აცხადებენ შსს-ში.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი