ავარიის შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 

15 ივნისი 2022, 16:56 929 ნახვა

ქუთაისში, ავარიის შედეგად ავტომობილი იწვის. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის სასახლესთან მოხდა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.

არიან თუ არ დაშავებულები და რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

,,მიზეზი არ ვიცი, ძლიერი დაკვამლიანების გამო ინტოქსიკაციის საფრთხე იყო.ბოლოს როგორც იქნა სახანძროც მოვიდა ’’- ამბობს თვითმხილველი ქეთი დეისაძე.

 

 

ფოტო: ქეთი დეისაძე

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში