‘’ჩვენ შეგვიძლია’’ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა დღეს ბათუმში. მასში 20 კომპანია მონაწილეობდა. სამუშაოს მაძიებელებსა და დამსაქმებლებს შორის შედგა გასაუბრებაც.
ფორუმი აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
ფორუმის ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრის მიზანი დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის პირდაპირი კომუნიკაციის და შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობაა.