20 სტარტაპ პროექტი დღეს გამოვლინდება, რომელთაც სახელმწიფო 150 ათას ლარიან თანადაფინანსებას გაუწევს.
ამ წუთებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკში გრანტების პროგრამის კონკურსანტები საკუთარ პროექტებს წარადგენენ. ჟიური უცხოელი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.
წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა წინა წლებთან შედარებით 50 ათასი ლარით გაიზარდა.
პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა.