ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

11 ივნისი 2022, 14:02 578 ნახვა

ოპოზიციის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდნენ.

მთავარი განსახილველი საკითხები სასამართლო სისტემა, საარჩევნო რეფორმა, რეზოლუცია და საქართველოს ევროპული პერსპექტივები იყო.

მმართველი გუნდის ოპონენტების ინფორმაციით, კარა მაკდონალდსთან შეხვედრაზე ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და გამოსავლის ძიების გზებზე გამახვილდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციასთან ერთად უმრავლესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც შეხვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი