დანიის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფორდმა ტვიტერზე დაწერა. "ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დანიის პარლამენტში ერთსულოვანი მხარდაჭერით უპასუხეს.
სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება ჩვენს ჩრდილოელ მეგობრებთან", - ნათქვამია წერილში. იეპე კოფორდმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა ქვეყნებისთვის და მათთან სოლიდარობის ნიშანი.