ეს სარჩელი არ ნიშნავს პრეზიდენტთან ბრძოლას და ამ დავით საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს ნორმას, როგორ უნდა დაინიშნოს ელჩები და ვისი პრეროგატივაა. განცხადებები კი პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და თითქოს დასჯაზე ბოდვა და სპეკულაციაა - ასე ფიქრობენ მმართველ გუნდში, სადაც ასევე განაცხადეს, რომ პრობლემამ ბოლო დროს კულმინაციას მიაღწია და საჭირო იყო ამ ტიპის რეაგირება სარჩელის ფორმით.
გულისხმობენ ბაქრაძე-იმნაძის არ დანიშვნის შესახებ. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის ნაწილისთვის თამაშია.