შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიზიტორთა, სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის დეკემბერში ქვეყანაში, 486 141 ვიზიტი დაფიქსირდა. რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია. გასულ წელს მთელი წლის განმავლობაში კი 6 მლნ 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩევიან: ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, და გერმანია. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.