ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება

05 ივნისი 2022, 10:21 720 ნახვა

ბალტიის ზღვაში ნატო-ს ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო სწავლება იწყება, რომელშიც ალიანსის 14  წევრთან ერთად შვედეთი და ფინეთიც მონაწილეობენ.

სამხედრო სწავლება 17 ივნისამდე გაგრძელდება და მასში შვიდი ათასზე მეტი მეზღვაური, მფრინავი და საზღვაო ქვეითი მიიღებს მონაწილეობას. მანევრებში ჩართულია 75 თვითმფრინავი და 45 ხომალდი.

ბალტიის ზღვაში ნატო-ს სწავლება 1972 წლიდან ტარდება.

წელს წვრთნები  შვედეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის დაარსების 500 წლისთავს ეძღვნება.

როგორც წვრთნების დაწყებამდე სტოკჰოლმში მყოფმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის მეთაურმა, გენერალმა, მარკ მილიმ განაცხადა, ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება ნატო-ში რუსეთს ბალტიის ზღვაში რთულ სამხედრო მდგომარეობაში ჩააგდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი