რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 262 ბავშვია დაღუპული, 467-ზე მეტი კი დაშავდა.
ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი გაჩერებას მაინც არა აპირებს, უფრო მეტიც, ვლადიმერ პუტინი დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე კომენტირებისას ამბობს, რომ უკრაინულ იარაღს რუსეთი "თხილივით აწკაპუნებს".
ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე მესამედ გამოაცხადა ოდესასთან უკრაინული სამხედრო თვითმფრინავის სავარაუდო ჩამოგდება.
უკრაინის ხელისუფლებამ უარყო რუსული ყალბი ინფორმაცია და განმარტა, რომ რუსეთს შესაბამისი სამხედრო საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა საჰაერო სამიზნეების ჩამოგდებისთვის უბრალოდ არ აქვს.