პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენენ

03 ივნისი 2022, 15:01 742 ნახვა

ერთ საათზე მეტია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს.

სახელმწიფო მინისტრი დეპუტატებს ინფორმაციას დახურული ფორმატის ფარგლებში აცნობს. ძირითადად კითხვები თეა ახვლედიანის მისამართით რეგიონში არსებულ ვითარებასა და ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაისმება, ასევე საუბარი შეეხება ქვეყნის ინფორმირებულობას აფხაზეთსა და ცხინვალში ჩასატარებელ რეფერენდუმთან დაკავშირებით. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი