კლინიკა „ვივამედში“ "ემპათიას" მედიკოსებს ელოდებიან, მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეისწავლონ.
როგორც ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა განაცხადა, სააკაშვილის ადვოკატებს სასამართლოს განჩინება ჩაბარდათ, რომლითაც ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება აქვთ.