მსოფლიო თამბაქოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. წელს კვირეულის სლოგანია ,,თამბაქოს ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის’’.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, საჯარო სკოლებთან ერთად კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობას ატარებს. ერთ-ერთი ღონისძიება ბათუმის 10-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.
თამბაქოს მიერ მიყენებული ზიანი ადამიანებსა და გარემოს მიმართ, მოსწავლეებმა ნახატებით გადმოსცეს.