ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ,,ქართული ოცნების'' კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე გახდა  

30 მაისი 2022, 11:37 1287 ნახვა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარედ რამაზ ჯინჭარაძე აირჩიეს. საკრებულოს სხდომაზე მას მხარი 18-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

რამაზ ჯინჭარაძე ბათუმის საკრებულოს წევრი შუალედური არჩევნების შედეგად გახდა.

სხდომას არ ესწრებიან ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები. ასევე, დღეს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა ''ლელოს'' ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ. 

სხდომას ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე ესწრება. 

წარმომადგენლობით ორგანოში დღეს ყველა ის პროცედურა უნდა ჩატარდეს, რაც პირველ სხდომაზე, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ვერ მოხერხდა. უნდა აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ამასთან  განისაზღვრება საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობა. 

დაგეგმილია საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებაც. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში