ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის დროშა გაშალეს

26 მაისი 2022, 17:29 1230 ნახვა

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის დროშა გაშალეს. ახალგაზრდების თქმით, მოძმე ქვეყანაში წყდება საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი, რის გამოც მათი თქმით, აუცილებელი იყო, რომ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ომში მყოფი ქვეყნის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად მათი მთავარი სიმბოლოს დემონსტრირება მომხდარიყო.

კამპანია We Stand for U-ის წევრებმა განცხადებაც გამოაქვეყნეს.

,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისი ემზადებოდა ამ დღისათვის, თუმცა როგორც ჩანს ჩვენი მოძმე ერის - უკრაინის ეროვნული სიმბოლიკა გამორჩათ, ამიტომ ჩვენ - აქტივისტებმა მოსახლეობასთან ერთად გავშალეთ უკრაინის დროშა!''-ნათქვამია განცხადებაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი