პარლამენტში გომელაურის მოსმენა მეორედ ვერ შედგა

13 მაისი 2016, 00:00 3918 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს საკანონმდებლო ორგანომ უკვე მეორედ ვერ მოუსმინა. ვახტანგ გომელაური პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას ვერ დაესწრება. იგი საკანონმდებლო ორგანოში უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარსადგენად გუშინ დღის პირველ ნახევარში გამოცხადდა, თუმცა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, რის გამოც მოსმენა ისევ გადაიდო. ვახტანგ გომელაური პარლამენტში 31 მარტსაც მივიდა, თუმცა მაშინ სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი