ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრს დღეიდან ლევან გორგილაძე უხელმძღვანელებს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ახალ პოზიციაზე აჭარის ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებმა წარადგინეს, მათი განცხადებით გორგილაძე გამოცდილების ნიშნით შეირჩა. ლევან გორგილაძემ დღეს გეგმაზე ისაუბრა. შეგახსენებთ ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი დირექტორი ნოემბერში დააკავეს.