23 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან, წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

23 მაისი 2022, 10:13 1378 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან, 25 მაისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში