სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი დეპუტატი გამართლდა - დავა სტრასბურგში გაგრძელდება

21 მაისი 2022, 13:16 770 ნახვა

თამთა თოდაძის საქმის განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. თოდაძის მხარე  არ ცნობს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აპირებს გაასაჩივროს ზემდგომ ინსტაციებში, ასევე შესაძლოა სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

მათი განცხადებით ეს არის  საქმე, სადაც საუბარია სქესობრივ  დანაშაულზე,რომელიც ჩაიდინა ქართული ოცნების, თბილისის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა  ილია ჯიშკარიანმა. პრესკონფერენციაზე,  უფლებადამცველმა ისაუბრა იმ მტკიცებულებებზე რომელიც საქმეში დევს.

თამთა თოდაძე  მოითხოვს  თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 დღის ვადაში წარადგინოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.ცნობისათვის, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი