ზელენკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24 აგვისტომდე გაახანგრძლივა

18 მაისი 2022, 22:15 2693 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა.

შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.

დადგენილება ძალაში 24 მაისიდან შევა და 24 აგვისტომდე გაგრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის გამო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 24 თებერვალს გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი