ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი

18 მაისი 2022, 19:34 6410 ნახვა

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ხუთი და გარდაიცვალა ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე თქმით, აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა. ავტოავარიის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი