უკრაინის პრეზიდენტმა საფრანგეთში, კანის 75-ე კინოფესტივალის გახსნისას აუდიტორიას სიტყვის მიმართა.
ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლაში ფაშიზმხე გადაღებული ჩარლი ჩაპლინის სატირა „დიდი დიქტატორი“ გაიხსენა და მსოფლიო ვარსკვლავებსა და კინორეჟისორებს მოუწოდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ანალოგიურად წინ აღუდგნენ იმას, „რასაც შეუძლია მთელი კონტინენტი ცეცხლის ალში გახვიოს“ "მე დარწმუნებული ვარ, რომ დიქტატორი წააგებს.
ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში", - თქვა ზელენსკიმ.