ავსტრალია რუსეთსა ახალ სანქციებს უწესებს

18 მაისი 2022, 10:32 824 ნახვა

ავსტრალიის მთავრობამ რუსი პროპაგანდისტებისა და დეზინფორმაციის გამავრცელებლების წინააღმდეგ,  ახალი სანქციები დააწესა.

სანქცირებულ ორგანიზაციებსა და პირებს შორის არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, რომელიც აღწერილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის დეფაქტო კერძო არმია.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  2022 წლის მარტში 32 პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე სანქციების სიაშია 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია, რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის.

მათ შორის არიან რუსული მედიაინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათ შორის „ტროლების ფაბრიკა“, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში და რომელთაგან ბევრი დაკავშირებულია რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან.​

 ასევე, სანქციები დაუწესდა ორ ბელარუსულ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში