ვიზიტი ბრიუსელში

17 მაისი 2022, 11:27 966 ნახვა

თვითშეფასების კითხვარზე ევროკავშირისადმი ჩვენი პასუხების გადაცემის შემდეგ მოხარული ვარ, რომ ვიწყებ პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის გასაღრმავებლად ხელშესახები მექანიზმების განხილვის შესაძლებლობა ექნება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე ნატო-ში.

შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში