დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-ით ტურიზმი აღდგენილია - ლევან დავითაშვილი

16 მაისი 2022, 16:08 1098 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2022 წელს მთავრობა გეგმავდა ტურიზმის 70%-იან აღდგენას, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-ით ტურიზმი აღდგენილია. ეს არის იანვარ-აპრილის მონაცემები.

მისივე განმარტებით, ქვეყანას დააახლოებით 582 მლნ დოლარის შემოსავალი უკვე მიღებული აქვს.

"ჩვენი მთავარი გაუთვალისწინებელი ფაქტორი იყო, თუ რამდენად შევძლებდით ტურიზმის აღდგენას 2022 წელს, რადგან გვახსოვს 2021 წელი ტურისტულად არ იყო აქტიური. 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-ით ტურიზმი აღდგენილია. დაახლოებით 582 მილიონი დოლარის შემოსავალი უკვე მიღებული გვაქვს. რაოდენობას რაც შეეხება, მგზავრთა რაოდენობა 2019 წელთან მიმართებით 52%-ით აღდგენილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი. კერძოდ, ტურიზმში მაღალი შემოსავლის მქონე უფრო გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენ ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულოთ, მათ შორის ტურიზმის კუთხით.

ასევე იმედისმომცემია ის დაინტერესება, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართულებით. 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ავიაკომპანიებთან კიდევ არის მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებებზე. აქტიური იქნება ტურიზმის სააგენტო და ტურისტული კომუნიკაციის მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და ამ კვირაში გვექნება ძალიან საინტერესო სიახლეები ამ კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი