პრემიერ-მინისტრის პატრიარქთან შეხვედრის შედეგი იყო სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ნიკოლოზმა.
მეუფე ნიკოლოზის თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა ეკუთვნის არა მარტო პატრიარქს, არამედ ხელისუფლებასაც, „რადგან ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება“. მისი თქმით, ის ხშირად ნახულობს ყოფილ პრეზიდენტს და ყველა ნახვის შემდეგ, ამბობს, რომ ის სუსტად გამოიყურება.