სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

13 მაისი 2022, 11:07 883 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღეს გაეცნობა მისი პირადი ექიმი.  ნიკოლოზ ყიფშიძეს უახლოეს საათებში ელოდებიან კლინიკაში და შესაძლოა მასთან ერთად ექსპრეზიდენტის მდგომარეობა ნევროლოგმაც შეაფასოს. ამის გარდა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უკვე დღის მეორე ნახევრში ადვოკატები მოინახულებენ და სწორედ უფლებადამცველებისგან გახდება ცნობილი დეტალები, იმ სამედიცინო კვლევების შესახებ, რომლებიც სააკაშვილს ჩაუტარდა.

მიხეილ სააკაშვილის დედა კი აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და საჭიროებს უცხოეთში გადაყვანას.

ასევე როგორც პარტიაში ამბობენ ექსპრეზიდენტის მესამე ქვეყანაში გადაყვანასთან დაკავშირებით მათ კომუნიკაცია აქვთ ევროპელ ლიდერებთანაც.

ამის გარდა, შალვა პაპუაშვილზეა დამოკიდებული, გასცემს თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ნებართვას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი