მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

12 მაისი 2022, 14:40 114 ნახვა

4  საათზე მეტია, მესამე პრეზიდენტი კერძო კლინიკა ,,ვივამედში“  რუსთავის ნომერ მე-12  პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილია.  

სავარაუდოდ მას უკვე უტარდება სამედიცინო კვლევები, თუმცა ჯერ კლინიკის ხელმძღვანელობას ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.

კლინიკაში შესვლის ნებართვის მისაღებად მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ პენიტენციურ სამსახურს ჯერ კიდევ გუშინ მიმართა, თუმცა  მისი განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია მიეცემა თუ არა კლინიკა „ვივამედში" შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში