ადვოკატები სააკაშვილის მოთხოვნებს პენიტენციურ სამსახურს წარუდგენენ

11 მაისი 2022, 11:09 990 ნახვა

გადაიყვანენ თუ არა მესამე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში ეს სავარაუდოდ დღეს გაირკვევა. გავრცელებული ინფორმაციით, კლინიკაში პალატა ექსპრეზიდენტისთვის უკვე  გამოყოფილია, ახლა რატი ბრეგაძეს ელოდებიან - დათანხმდება თუ არა იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებებს.

საუბარია სამ პუნქტზე, რომელთა შესრულების გარეშეც ყოფილი პრეზიდენტი უარს აცხადებს გადავიდეს კლინიკა  "ვივა მედში". სურს მნახველებზე შეზღუდვის მოხსნა, საუბარია დეპუტატებსა და ადვოკატებზე სამუშაო საათებში შესვლაზე, ასევე გამოკვლევების პროცესში მისი ექიმების ჩართვას ითხოვს. ამერიკიდან  ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილის  პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც.

მიხეილ სააკშვილის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება ხელისუფლების მხრიდან, თუ მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სამოქალქო კლინიკაში, თუმცა ფიქრობენ,  რომ მისი სრული რეაბილიტაცია მხოლოდ საზღვარგარეთ კლინიკაშია შესაძლებელი.  

ცნობილია, რომ ორივე მოთხოვნა ხელისუფლებისთვის მიუღებელია. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ერთადერთი სურვილი - ციხის დატოვებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი