გაასაჯაროვებს თუ არა სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროს კითხვებს?

11 მაისი 2022, 11:08 817 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის აპარატისთვის გადაგზავნილი კითხვარის გასაჯაროებაზე ისაუბრა სახალხო დამცველის მოადგილემ. გიორგი ბურჯანაძის თქმით, სურვილის შემთხვევაში ეს კითხვარი თავად სამინისტრომ უნდა გაასაჯაროვოს.

ასევე იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკუთარი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამბობს, რომ თუ ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა, ის საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი