ქუთაისში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. ქალაქში მეორე მსოფლიო ომის 4 მონაწილე ცხოვრობს. ომში დაღუპულებს პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ გადაუხდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ქუთაისის მერიამ 1000-1000 ლარი გამოყო.