"დიდი შვიდეულის" ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციას გამართავენ

08 მაისი 2022, 10:30 1011 ნახვა

"დიდი შვიდეულის" ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დღეს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ოფიციალური კიევისთვის გაწეულ დასავლურ მხარდაჭერას განიხილავენ.

გერმანიის მთავრობის ცნობით, ვირტუალური შეხვედრის მასპინძელი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება, ხოლო უკრაინის პირველი პირი ლიდერებს მის ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწვდის ინფორმაციას.

გამოცემა "გარდიანის" თანახმად, მოსალოდნელია, რომ განიხილება რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება ან სულ მცირე, იმ უზარმაზარი ეკონომიკური სასჯელის გამკაცრება, რომელმაც უკვე დააზარალა რუსეთი.გარდა ამისა, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაც გაიმართება.

ისინი ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტს განიხილავენ, რომელიც ამჯერად უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი